10:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 11:28:40, 953 ნახვა

რეგიონი
ქედის ტურისტულ მარშრუტს ახალი ობიექტი "აჭარის ველი" შეემატა

ქედაში, ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტურისტულ მარშრუტთან - თამარის ხიდთან, "KTW" ჯგუფის საფირმო მაღაზია „აჭარის ველი" გაიხსნა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეიდან, ქედის ღვინის ქარხნისა და "KTW" ჯგუფის პროდუქცია ტურისტებისათვის მიმზიდველ გარემოში იქნება წარმოდგენილი.

მათივე ცნობით,  ახალი ტურისტული ობიექტის ოფიციალურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარ ზურაბ პატარაძე დაესწრო.

ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა საფირმო მაღაზიის „აჭარის ველის" მნიშვნელობას ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ტურისტებისათვის დამატებითი სერვისის შექმნის საქმეში.

 მისი თქმით, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულება ქედის მუნიციპალიტეტია, სადაც ტურისტები მახუნცეთის ჩანჩქერის, თამარ მეფის თაღოვანი ხიდისა და ღვინის მარნების სანახავად დადიან.

„ქართული ღვინის ახალი კუთხე  ხელს შეუწყობს ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის მიმართ ინტერესის გაზრდას, ტურისტებისათვის ადგილობრივი პროდუქციის ხელმისაწვდომობას და პოპულარიზაციას" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ახალი ტურისტული ობიექტი კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობას" ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძეა.

 მისი თქმით, საფირმო მაღაზია „აჭარის ველი" ეს იქნება  ერთ სივრცეში წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, სადაც მოსულ ტურისტს საშუალება ეძლევა ერთის მხრივ გაეცნოს  8000 წლოვანი ღვინის წარმოების  ისტორიას, მეორე მხრივ დააგემოვნოს და ადგილზე შეიძინოს იგი.

„კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანიაა საქართველოში. ქედაში კომპანია უნიკალური ვაზის ჯიშის ღვინოს „ჩხავერს" აწარმოებს. „KTW ჯგუფის" პროდუქცია სახელწოდებით „ნენა" მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics