|
2017-10-02 14:47:37, 2255 ნახვა
მსოფლიო
ლას-ვეგასის პოლიცია თავდასხმასთან დაკავშირებით ძებნაში მყოფი ქალის ფოტოს აქვეყნებს
ლას-ვეგასის პოლიცია იმ ქალის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მათი ინფორმაციით, მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი თავდასხმის დროს, ეჭვმიტანილთან ერთად იმყოფებოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ქალის სახელი მერილუ დენლია და მას პოლიცია დაკითხვის მიზნით ეძებს. მათივე ცნობით, დენლი იმ მამაკაცთან ერთად მგზავრობდა, რომელმაც თავდასხმა განახორციელა. პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, შესაძლო ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ნომერზე: 911. შეგახსენებთ, რომ ლას-ვეგასში სასტუმრო კომპლექს Mandalay Bay-სთან, სადაც მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა, სროლა იყო, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 100 კი, დაშავდა. თავდამსხმელმა ცეცხლი სასტუმროს აივნიდან გახსნა. სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდირება მოახდინეს. სროლის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)