|
2017-09-27 18:55:35, 1995 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: არ მინდა ომბუდსმენის ინსტიტუტი, „კრიმინალების გამპრავებელ კანტორად“ გადაიქცეს
„მე არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს,“- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ომბუდსმენს შეეძლო უწყებაში გაერკვია ყველაფერი. „ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება. მას შეეძლო ამ ინფორმაციის ჩვენთან გადამოწმება და აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს მიიღებდა. უფრო მეტი დაკვირვება და სიფრთხილე გვჭირდება, როდესაც პოლიციელებთან მიმართებაში რაიმე განცხადებებს ვაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს ბრალდებულ სერგო მამასახლისის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. „2017 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ბრალდებულ ს.მ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში და პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. თავდაპირველად თავის არეში დაარტყეს, შემდეგ თავზე ჩამოაცვეს პარკი და კისერთან ისე მოუჭირეს, რომ სუნთქვა გაუჭირდა. პარკი მხოლოდ მაშინ მოხსნეს, როცა აღიარებითი ჩვენების მიცემას და ოქმზე ხელმოწერას დათანხმდა. მისი მტკიცებით, პოლიციელი ურტყამდა თავის არეში ფეხსაცმელებით. ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით, ცემის დროს გონებაც დაკარგა. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში შესახლებისას ბრალდებულს აღენიშნებოდა დაზიანებები. ბრალდებულმა განმარტა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში დაზიანებების აღწერისას მათი წარმოშობის მიზეზის წერილობითი ფორმით დაფიქსირებაზე შიშის გამო განაცხადა უარი. ამასთან, ს.მ.-ს თქმით, პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ძალადობის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და ეფექტიანად აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ. ასევე, დანიშნოს და ჩაატაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების იდენტიფიცირების, მათი წარმოშობის მექანიზმისა და ხანდაზმულობის დადგენის მიზნით“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)