17:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 14:19:25, 2385 ნახვა

მსოფლიო
ქაბულში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორებს, პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის მოკვლა სურდათ

ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ სამიზნე, ქაბულში ვიზიტით მყოფი პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტი იყო, - ამის შესახებ Tolo News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. აფეთქების შემდეგ, თალიბანმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტებმა განაცხადეს, რომ მათ ჯეიმს მეტისის მოკვლა სურდათ.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მედიის ცნობით, დაბომბვის შემდეგ აეროპორტის ადმინისტრაციამ ყველა რეისი გააუქმა და მგზავრთა ევაკუაცია განახორციელა.

ცნობისთვის, ჯეიმს მეტისი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ქაბულში ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩავიდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics