10:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 17:53:29, 1165 ნახვა

რეგიონი
სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა“ აღინიშნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს ,,მაჭახელობა" დაესწრო და ადგილობრივებს  ხეობის მთავარი დღესასწაული მიულოცა.

დღესასწაულის ფარგლებში ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო ყველა სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები, გაიმართა ადგილობრივი რეწვის დემონსტრირება და კულინარიული ნაწარმის დამზადება და დაგემოვნება. ასევე, მოეწყო სპორტული აქტივობები და სასცენო წარმოდგენები, რომლებიც  ხეობისთვის დამახასიათებელ კულტურას, ეთნოგრაფიას და ტრადიციებს ასახავს. ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების შესრულებით გაიმართა კონცერტი, რომლის დასრულების  შემდეგ  საპატიო სტუმარი და საპატიო მაჭახელელი დააჯილდოვეს.

ხეობის „საპატიო სტუმრებად" წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დასახელდნენ, ხოლო „საპატიო მაჭახლელის" წოდება ღვაწლმოსილ პედაგოგს ნოდარ კოპინაძეს მიანიჭეს.

სახალხო ზეიმი 2007 წლიდან იმართება მაჭახელას ხეობის სხვადასხვა სოფლებში, რაც მიზნად ისახავს თურქეთისა და საქართველოს მაჭახელას სოფლების მოსახლეობის შეხვედრას, საპატიო მაჭახელელის და საპატიო სტუმრების გამოვლენას.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics