13:22 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 12:56:37, 833 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში პირველკურსელები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ. წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 1241 პირველკურსელი ჰყავს.

ზურაბ პატარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა უნივერსიტეტის ყოველწლიურ სიახლეებზე და ხაზი გაუსვა განათლებული ახალი თაობის მნიშვნელობას რეგიონისა და ქვეყნის განვითარების საქმეში.

,,ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, განსაკუთრებით პირველკურსელებს. სასიხარულოა, რომ ბათუმის უნივესიტეტი ყოველ ახალ სასწავლო წელს სულ უფრო მეტი სასიამოვნო სიახლითა და მეტი სტუდენტით ხვდება. ჩემთვის, როგორც აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარისათვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონის მთავარი საგანმანათლებლო კერის წინსვლა და წარმატება. თითოეული თქვენგანის შრომისმოყვარეობაზე, განათლების განვითარებისაკენ სწრაფვასა და მაღალკვალიფიციურ, თანამედროვე სწავლებაზე დიდწილადაა დამოკიდებული რეგიონის განვითარება ყველა მიმართულებით", - აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ.

წელს ბათუმის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლეონიძის ქ.N15-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის და ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრის მშენებლობას იწყებს. ახალი სასწავლო წლისათვის ამოქმედდება უახლესი აპარატურით აღჭურვილი რამდენიმე ლაბორატორია.

2017-2018 სასწავლო წელს ბსუ-ში ჩაირიცხა 1241 პირველკურსელი, რომელთაგან სასწავლო გრანტი 87-მა მიიღო, ხოლო 10 უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე 423 ახალგაზრდა ისწავლის. ამჟამად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 6 000-მდე სტუდენტი სწავლობს.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics