|
2017-09-23 10:57:38, 2029 ნახვა
კომენტარი
გიორგი ბირბიჩაძე: კახა კალაძის პროგრამული ხედვა ქალაქის საჭიროებებს პასუხობს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი ბირბიჩაძე დღეს ვაჟა–ფშაველას I კვარტალში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად რაიონში არსებულ სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განხორციელების მიუხედავად, ვაკის რაიონში გარკვეული საკითხები მაინც რჩება მოსაგვარებელი, რაც დროულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის პროგრამული ხედვა სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს და წარმოდგენილი პროგრამული ხედვის 7 ძირითადი მიმართულება ქალაქის საჭიროებების სიღრმისეული ანალიზით არის შედგენილი. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვაკის რაიონის მცხოვრებლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „ადგილობრივი თვითმმართველობა, სწორედ, ადგილობრივ მცხოვრებთა ჩართულობითა და მონაწილეობით ქალაქის მართვას გულისხმობს, შესაბამისად, მოქალაქეების როლი ამ ყველაფერში დიდია. უპირველესი კი, რაც მომავალში ქალაქის სწორი და თანმიმდევრული განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი - 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლა და სწორი არჩევანის დაფიქსირებაა“, – აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ ვაჟა–ფშაველას I კვარტალში გამართული შეხვედრისას. ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ვაჟა–ფშაველას მცხოვრებთათვის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად სანიაღვრე ქსელების მოწყობა–მოწესრიგება რჩება, რაც უმოკლეს ვადაში უნდა მოგვარდეს.
(NS)
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)