|
2017-09-22 10:51:55, 1949 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: გვანცა ყუფარაძის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომლითაც მთავრობა გამართლდა, არ არის ჩვენი სიხარულის მიზეზი
,,გვანცა ყუფარაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც პრაქტიკულად საქართველოს მთავრობა გამართლდა არავითარ პროფესიულ, მით უმეტეს, მორალურ სიხარულს ჩვენში არ იწვევს", –ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რეალურად არ შესულა სიღრმეებში იმ დეტალების განხილვის მიზნით, რომელიც არა მხოლოდ დაზარალებულ გვანცა ყუფარაძეს, არამედ მაშინდელი მართლმსაჯულების და ციხის სისტემის მიმართ ისმოდა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს საკითხები პრინციპში განხილული არ ყოფილა. ,,სტრასბურგის სასამართლო შემოიფარგლა იმით, რომ ეთქვა, რომ სააპალეციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმსახურებს გარკვეულ კრიტიკას, მაგრამ არ გახლავთ მეოთხე ინსტანციის სასამართლო იმისთვის, რომ ეს საქმე განიხილოს თავიდან. ეს არის საკმაოდ მოკლე გადაწყვეტილება. მე რა თქმა უნდა, მინახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც გაცილებით დეტალურად იხილავს პატიმრის, არასრულწლოვანის, მით უმეტეს, გოგონას უფლებებს, მაგრამ ეს არის, რაც არის. დაველოდოთ მომჩივანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუკი ის გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება, ჩემი აზრით, მაღალკვალიფიციური ადვოკატი. რაც შეგვეხება ჩვენ, ამ საქმეზე, როგორც მოპასუხეს არ წარგვიდგენია თავდაცვითი პოზიცია და სტრასბურგის სასამართლოს და თავად გვანცა ყუფარაძეს მივეცით სრული შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთავრობის პოზიციის გარეშე ემტკიცებინა საკუთარი სიმართლე. მე ვერ დავეთანხმები ვერც იმას, რომ თურმე, როგორც ეს გადაწყვეტილებაში არის ნათქვამი 2007–2008 წლებში ციხეში რეფორმები ჩატარდა, ჩვენ ვერ დავარქმევთ რეფორმას იმას, რომ იუნისეფისა და ევროკავშირის ძალიან სერიოზული ზეწოლის შედეგად ჩვენმა წინამორბედმა მთავრობამ გვანცა ყუფარაძე გარემონტებულ საკანში გადაიყვანა. ეს რა თქმა უნდა, რეფორმად ვერ ჩაითვლება. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი, ამ მთავრობის მხრიდან, ყველანაირი ხელშეწყობა იყო იმისთვის, რომ გვანცა ყუფარაძისთვის წინა მთავრობის პირობებში და მათი მმართველობის პერიოდში მიღებული ზიანის და თავისი სისხლის სამართლის საქმის შესახებ სიმართლე სტრასბურგში ცნობილი ყოფილიყო, მაგრამ ეს რატომღაც ვერ მოხერხდა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან სამწუხაროა",–განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)