|
2015-04-28 19:11:25, 387 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის, თავდაცვის კომიტეტის წევრს, ფრიც ფელგენტროის უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. უწყების ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები იყო. „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ყველა სფეროში საკმაოდ დინამიურად ვითარდება, მათ შორის, თავდაცვის სფეროში. გერმანია აქტიურად არის ჩართული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ყველა უწყებასთან და რასაკვირველია, გერმანიის ბუნდესტაგთან ურთიერთობის გაღრმავებას მივესალმებით. დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურება იყო. ჩვენ მიმოვიხილეთ ზოგადად, რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გარემო და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით“, - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა. ფრიც ფელგენტროის განცხადებით, ვიზიტის მიზანს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციისა და უსაფრთხოების გარემოს გაცნობა წარმოადგენს. „საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზანია გავცნობოდი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და თქვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. ასევე, ვისაუბრეთ უელსში ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესისა და იმ პროგრესის შესახებ, რასაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია“, - განაცხადა ფრიც ფელგენტროის. შეხვედრაზე საუბარი შეეეხო საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას. გერმანელმა სტუმარმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა. ფრიც ფელგენტროი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)