2017-09-12 09:06:01, 2384 ნახვა
კომენტარი
უსუფაშვილი: სააკაშვილი ახლა უფსკრულამდე სხვა ქვეყნის მიყვანას ცდილობს
"სააკაშვილმა მოახერხა ერთი ქვეყნის მიყვანა უფსკრულის პირას და საბედნიეროდ გადავრჩით. ახლა ცდილობს სხვა ქვეყნის მიყვანას ასეთივე უფსკრულამდე",-ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელმა კოლეგებმა თავიდანვე არ და ვერ გაითვალისწინეს ბევრი რჩევა, რომ ეს პრობლემა არ შეეტანათ საკუთარ ქვეყანაში.
"მათ შეიტანეს ეს პრობლემა და ახლა უწევთ გამკლავება. მათ შორის მათაც, ვინც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებას ურჩია ეს პროექტი, ცოტა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ავტორი: ,