|
2017-09-06 04:55:21, 2144 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენამდე მივიღებთ
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებამდე პარლამენტი ვენეციის კომისიის შუალედურ რეკომენდაციებს მიიღებს. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ საჯარო დისკუსიები გაიმართება. "ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. მათთვის ცნობილია, რომ სექტემბრის ბოლოსათვის იგეგმება ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა. ჩვენ გვაქვს შეთანხმება - კომისიას მიღებული აქვს მეორე მოსმენით მიღებული ტექსტი ცვლილებებისა და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია გახდება საჯარო და შესაბამისად ვიდრე საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით განხილული იქნება დოკუმენტი, ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები ამ მოსაზრებების. რეგლამენტი რის შესაძლებლობასაც მოგვცემს, ანუ მესამე მოსმენით რა ცვლილებების შეტანაც შეიძლება დოკუმენტში, ამ ტიპის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული მესამე მოსმენის ეტაპზე“,- აღნიშნა ჩუგოშვილმა. ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისიის ძირითადი დასკვნა ცალსახად პოზიტიურია. „გათვალისწინებას რაც შეეხება, ჩვენ ვიმოქმედებთ რეგლამენტით გათვალისწინებული მანდატით",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)