07:47 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 01:14:42, 2392 ნახვა

რეგიონი
სოფელ ართანას ტყეში ვერტმფრენები ხანძრის ქრობის პროცესში ჩართვას ვერ ახერხებენ

კახეთში, სოფელ ართანასთან, კოხტას მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციის ჩართვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მიზეზი დაკვამლიანება და ნისლია.

მისივე თქმით, ადგილზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

"ადგილზე ხანძრის 3-4 კერაა. ვერტმფრენი დღეს დილას ადრიანად უკვე იყო შესული დაზვერვაზე. ალბათ, დაკვამლიანებისა და ნისლის გამო, ცოტა ხანი ვერტმფრენებს მუშაობის საშუალება არ ექნებათ. ნისლი თავისთავად კარგია, რადგან ის ტენის შემცველობასაც ნიშნავს. ასე რომ, ართანის მიმართულებაზე სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება", - აღნიშნა ქადაგიშვილმა. 

ცნობისთვის, სოფელ ართანის ტყეში, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი  2 სექტემბერს გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენი ჰექტარი მოიცვა ხანძარმა. ხანძრის ქრობის პროცესში ასობით მეხანძრე მაშველი, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობენ. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ვერტმფრენები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics