16:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 06:57:29, 2621 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: რუსეთთან მიმართებით, არც ერთი ნაბიჯი მთავრობის მხრიდან დამალული არ ყოფილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქვეყნის ყველა უწყება მუშაობდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რათა ბორჯომის ხეობაში სტიქიურ უბედურებასთან გასამკლავებლად ყველა რესურსი ყოფილიყო  გამოძებნილი.

როგორც ჯანელიძემ „იმედის“ ეთერში რუსეთისთვის დახმარების თხოვნის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობა  შეთანხმებულად და კოორდინირებულად მუშაობს.

ჯანელიძის განმარტებით,  მათ რეზერვში ყველა ის რესურსი  ჰქონდათ მობილიზებული, რომელიც ვითარების გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოყენებულიყო. ამიტომ, ჯენელიძის განცხადებით, საერთაშორისო ფორმატებთან ერთად, ორმხრივი ფორმატებიც გამოიყენეს:

„ჩვენ ყველა არხი გამოვიყენეთ, როგორც შსს-მ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმისათვის, რომ მოგვეძიებინა შესაბამისი ტექნიკური დახმარება, რომ ყოფილიყო განსაზღვრული, თუ  რა რესურსი გაგვაჩნია და რა დამატებითი რესურსი შეიძლება ყოფილიყო მოზიდული. ჩვენ გვქონოდა რეზერვში ყველა ის რესურსი  მობილიზებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო ფორმატებიც, ორმხრივი ფორმატებიც იმისათვის, რომ ყველა შესაძლო ტექნიკა, რომელიც გარკვეული განვითარებების შემთხვევაში შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო, გვქონოდა მობილიზებული. ჩვენ მივმართეთ როგორც ევროატლანტიკური საგანგებო სიტუაციების ცენტრს, ასევე ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების ცენტრს, ასევე გაეროს ფარგლებში შესაბამის ცენტრს და ასევე ვიმუშავებთ ორმხრივ რეჟიმში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ფორმატში მოთხოვნილი დახმარების შემდეგ, ასევე საჭიროა ორმხრივი კომუნიკაცია, ორმხრივი მოთხოვნები, როდესაც უკვე განსაზღვრულია, თუ რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი“,-აღნიშნა ჯანელიძემ და დასძინა, რომ რუსეთთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის არაფერი დამალული არ იყო:

„მემგონი, კომუნიკაცია თავიდანვე იყო საზოგადოებასთან რუსეთთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ პრემიერმა ჯერ კიდევ 22 რიცხვში გააკეთა პირველი განცხადება, შემდეგ 24 რიცხვში, შემდეგ 26 რიცხვში ძალიან დეტალურად თვითონ პროცესი ახსნა ბატონმა ზურაბ აბაშიძემ, შესაბამისად არაფერი დამალული არ ყოფილა, ღია იყო. ყველა ნაბიჯი არსებული ფორმალური პროცედურების მიხედვით განხორციელდა“,-განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics