16:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 06:28:10, 2068 ნახვა

კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ასეთი მოვლენების დროს რეგიონული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბასთუმანში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა. მისი თქმით, ადგილზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, პრემიერმა ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომელსაც საქართვლოს მეზობელი ქვეყნები სთავაზობენ და მათ მადლობა გადაუხადა:

„გუშინ საღამოს დამირეკა პრეზიდენტმა პოროშენკომ, შემოგვთავაზა თვითმფრინავის გამოგზავნა, სულ ახლო მომავალში შემოვა თვითმფრინავი, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას. ჩვენ ასევე, სავარაუდოდ, გვექნება ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან, ასევე მინდა, აზერბაიჯანის  პრეზიდენტს გადავუხადო მადლობა არ მარტო ამ დახმარებისთვის, არამედ წინა პერიოდშიც მათი ავიაცია ჩვენ გამოვიყენეთ. ვფიქრობთ, ასეთი მოვლენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება.

ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს.

შტაბის ცნობით, ამ დროისთვის, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება.

დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ.

რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება.

ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება.

ამჟამად,  აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics