16:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-28 06:12:26, 2147 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: ბორჯომის ხეობაში ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება - პანიკის საფუძველი არ არის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილი განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ღია ცეცხლის კერები არ არის.

მინისტრის თქმით, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

"მინდა, სიცხადე შევიტანო ამ საკითხებში. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური ინფორმაცია. ჩვენ ზონაში ვრჩებით, რათა ნიადაგი დავამუშაოთ, ნიადაგი არის ტორფინი, არის ნახანძრალი. ცოცხალი ძალა ზონაში რჩება, თუკი სადმე დაკვამლიანებას შევნიშნავთ დავამუშაოთ. ღია ცეცხლი კერა არ გვაქვს. საფრთხე იმისა, რომ სადმე ღია კერა გაჩნდეს, არ არსებობს, რადგან მთელ ტყეში ყველაზე სარისკო ადგილებში იმყოფება ჩვენი ცოცხალი ძალაში, ასე რომ პანიკის საფუძველი არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ სწორედ იმიტომ ვრჩებით, რომ დავამუშაოთ. ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება, საგანგაშო არაფერი არ არის. არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ჩვენ ფეხით ვერ მივდიოდეთ. საფრთხე იმისა, რომ ღია ცეცხლი იყოს და მისი ლოკალიზება, ან ლიკვიდაცია ვერ მოვახდინოთ, არ არის. იწვის ტორფი, არის დაკვამლიანება", - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics