16:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-25 08:34:29, 2397 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი ფიქრობს, რომ უახლოეს დღეებში ხანძარი ლიკვიდირებული იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, ყველა სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

"დღეს უკვე საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია. მიუხედავად ამისა, ყველა სამსახური, რომელიც აქ მობილიზებულია, განვაგრძობთ მუშაობას. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში უკვე ეს პრობლემა საბოლოოდ გადაწყვეტილი იქნება", - აღნიშნა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება გამოძიებას, შს მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარისგან გიორგი მღებრიშვილმა თავი შეიკავა.   

"ისევე როგორც ხანძრის ქრობის პროცესი, გამოძიებაც ინტენსიურად მიმდინარეობს", - დასძინა მინისტრმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics