16:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 11:04:44, 2353 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხულორდავა: ეს კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ

ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ღია მინიშნებაა, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ.

როგორც ხულორდავამ აღნიშნა, ამერიკის შეერტებული შტატები გმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მას საერთაშორისო ნორმების აღიარებისა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისკენ. 

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი შეუსაბამოა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებთან, რომლის მონაწილეც არის რუსეთი და რომელიც ერთადერთი საერთაშორუსო მექანიზმია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის",-აცხადებს ხულორდავა. 

მისივე განმარტებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მობილიზება ამ საკითხის ირგვლივ. 

"პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას უკვე მოყვა ევროკავშირის გამოხმაურებაც. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მობილიზება ამ საკითხის ირგვლივ. რუსეთისთვის ეს და სხვა პარტნიორების განცხადებები არის კიდევ ერთი ღია მინიშნება, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ",-აღნიშნა უხლორდავამ. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ვიზიტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებს ეწინააღმდეგება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics