16:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 10:47:30, 2546 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს დღეები აღარ განმეორდეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.

 მთავრობის მეთაურმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„2008 წლის აგვისტოში საქართველომ და ყველა ქართველმა ურთულესი დღეები გაიარა. ჩვენი გმირები შეეწირნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამშობლოს დაცვას და ისინი უთანასწორო ბრძოლაში, ფართომასშტაბიანი აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ. საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური კორპუსი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და მობილიზებით შესაძლებელი გახდეს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება. ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერა გვქონდა გასული წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო ფორმატში ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით, აქტიური დიპლომატიური ქმედებებით აუცილებლად შევძლებთ სამართლიანობის აღდგენას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics