16:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 13:50:09, 2922 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ისტორიულ უსამართლობას - საქართველოს ოკუპაციას

საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან  ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლების გამო და აღნიშნულ ქმედებას მცოცავი ოკუპაციის პროცესის გაგრძელებად აფასებს.

გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მკვეთრი და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს.

"ოკუპანტი ძალის ქმედებები -  ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია ძაბავს ვითარებას და პრობლემას უქმნის რეგიონში სტაბილურობას.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მტკიცედ უნდა დაიგმოს, რათა შეჩერდეს მცოცავი ოკუპაცია.

ქართველი ხალხი არასდროს შეეჩვევა და შეეგუება ამ ისტორიულ უსამართლობას - საქართველოს ოკუპაციას", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics