16:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 12:56:27, 2619 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: აშშ-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში

პრემიერ-მინისტრ გიორგი  კვირიკაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს,  იმის გამოც, რომ ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები აერთიანებს.

„საქართველო ამერიკისთვის რეგიონში მნიშვნელოვან  პარტნიორს წარმოადგენს, ასევე იმის გამოც რომ ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, ისეთი როგორც არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  დიდი როლი ითამაშა ჩვენი დემოკრატიული ინტიტუტების მშენებლობაში, ჩვენი დემოკრატიული  განვითარება კი წინაპირობა გახლავთ იმისა, რომ ჩვენ  შევძლებთ მდგრადი და სტაბილური სახელმწიფოს  განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვას  და კულტურული თვითმყოფადობის  შენარჩუნებას. აშშ-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის  კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ აშშ-ის მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics