15:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 16:02:05, 2864 ნახვა

მსოფლიო
ჰამბურგში არეულობა გრძელდება - პოლიცია დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვს

ქალაქი ჰამბურგი, სადაც „დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარეობს, საპროტესტო აქციებმა და არეულობამ მოიცვა, - ამის შესახებ უცხოური მედია სააგენტოები იუწყებიან.

მედია საშუალების ინფორმაციით, რეზიდენციასთან, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი იმყოფება, დაძაბული ვითარებაა.

პირველი ლედის პრესსპიკერის განცხადებით, მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია, ადგილობრივი სამართალდამცველებისგან, შეუძლიათ თუ არა შენობა უსაფრთხოდ დატოვონ. ამასთან, სხვა მედიის ცნობით, მელანია ტრამპი სასტუმროდან უკვე გაიყვანეს.

გარდა ამისა, ჰამბურგის პოლიცია გერმანიის სხვა რეგიონების ძალოვან სტრუქტურებს დახმარებას სთხოვს, რათა ქალაქში სიტუაცია დაარეგულიროს.

მედიის ცნობით, „დიდი ოცეულის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაშავებული სამართალდამცველების რიცხვმა 110-ს გადააჭარბა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics