|
2017-07-04 19:12:45, 2509 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: დღეს გამოვლინდა, თუ როგორ ცდილობდა გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონებით გამდიდრებას
პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, დაცვის მხარე ცდილობს, სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობა გადაფაროს და არ ისაუბროს ისეთ თემებზე, რომლებიც ბრალდებულის პიროვნებას უარყოფითად წარმოაჩენს. კერძოდ, გუბელაძის ინფორმაციით, დღეს დაიკითხა 3 რევიზორი და გამოვლინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე საპატრიარქოს კუთვნილი ქონებით გამდიდრებას ცდილობდა. „დღეს არცერთ ადვოკატს არ გაუკეთებია განცხადება რევიზორების დაკითხვასთან დაკავშირებით და ისინი სპეციალურად ცდილობენ, ამ საკითხს გვერდი აუარონ. დაცვის მხარე გახსოვთ აპელირებდა, თითქოს მამა გიორგი მამალაძე იყო კორუფციასთან მებრძოლი სასულიერო პირი, ამხელდა სხვადასხვა სასულიერო პირებს კორუფციაში და თითქოს ამის გამო მოხდა მისი ჩამოშორება საქმიანობიდან. რეალობა კი ასეთია - მას შემდეგ, რაც 2016 წლის იანვარში მამა გიორგი მამალაძე დაინიშნა კლინიკის დირექტორად, თავისი მეგობრის შპს-თან გააფორმა ხელშეკრულება, თითქოს რაღაც კონსულტაციების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა ამ შპს-თვის თანხა. სინამდვილეში არც კონსულტაციები გაუწევია შპს-ს კლინიკისთვის და რეალურად, გადახდილი თანხა უკან უბრუნდებოდა ბრალდებულს ხელფასის სახით. არც ბრალდებული მუშაობდა შპს-ში, არც შპს უწევდა არანაირ კონსულტაციას კლინიკას, თუმცა ბრალდებული ამ ერთგვარი სქემით ახდენდა უსაფუძვლო გამდიდრებას და კარგად წარმოჩნდა მისი პიროვნული მახასიათებლები. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ანგარებით აპირებდა მკვლელობას ეს კიდევ უსვამს ხაზს მის ანგარებას, თუ როგორ უსაფუძვლოდ ცდილობდა მამა გიორგი მამალაძე გამდიდრებას საპატრიარქოს ქონების მეშვეობით“,-აღნიშნა გუბელაძემ. საერთო ჯამში, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 20-ზე მეტი მოწმე დაიკითხა. მათ შორის ის ექსპერტები, რომლებმაც ბრალდებულის სახლიდან ამოღებულ ცეცხსასროლ იარაღზე ექსპერტიზა ჩაატარეს. ე.წ. ციანიდის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 7 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)