|
2017-07-03 19:39:05, 2497 ნახვა
სამართალი კომენტარი
გიორგი მიქაუტაძე: საბჭოს არ ჰქონდა ფუფუნება, ახალი რეგულაციების მოლოდინში სასამართლო თავმჯდომარის გარეშე დაეტოვებინა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, საბჭომ კანონით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში იმოქმედა და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დანიშნა. მიქაუტაძის თქმით, მისთვის გაუგებარია საბჭოს წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შემოთავაზება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხის გადადების თაობაზე. გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ საბჭოს არ ჰქონდა ფუფუნება, ახალი რეგულაციების მოლოდინში თავმჯომარის გარეშე დაეტოვებინა თბილისის საქალაქო სასამართლო. „შემოთავაზება იყო, გადადებულიყო მანამ, სანამ არ მოწესრიგდება ახლებურად სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი. ისეთ სასამართლოში, როგორიც არის თბილისის საქალაქო სასამართლო, სადაც უფლებამოსილებას 103 მოსამართლე ახორციელებს, დანიშნულია 500-ზე მეტი აპარატის თანამშრომელი, თავმჯდომარის გარეშე მუშაობა შეუძლებელია. საბჭოს არ ჰქონდა იმის ფუფუნება, ახალი რეგულაციების მოლოდინში თავმჯდომარის გარეშე დაეტოვებინა სასამართლო“,-განაცხადა მიქაუტაძემ. მანვე კითხვაზე - რატომ არ შეიძლებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოვალეობის შემსრულებელი დანიშნულიყო, უპასუხა, რომ მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა მწვავე კრიტიკის საგანი ხდებოდა ხოლმე. „ისმოდა ბრალდებები, რომ საბჭო იტოვებდა დამატებით ბერკეტებს სასამართლოს თავმჯდომარეებზე ზემოქმედების მიზნით“,-აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა. გიორგი მიქაუტაძემ ასევე უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ბრალდებებს, თითქოს ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა საბჭოს მოსამართლე წევრებთან წინასწარ იყო შეთანხმებული. მიქაუტაძის თქმით, საბჭოს რამდენიმე მოსამართლე წევრი შესაძლოა, ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ თავად კანდიდატურის დასახელებას აპირებდა. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის განცხადებით, საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრს ჰქონდა საშუალება, საკუთარი კანდიდატურა დაესახელებინა. „ვასილ მშვენიერაძე ღირსეული კანდიდატია. სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობის დაახლოებით 9 წლის გამოცდილება აქვს. კარგი მენეჯერია, სარგებლობს კარგი რეპუტაციით სასამართლო სისტემაში და მოსამართლეების მაღალი ნდობით, შესაბამისად, ვთვლი, რომ კარგი კანდიდატურა წარვუდგინე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს“,-განაცხადა მიქაუტაძემ. 13 მომხრე - 2 წინააღმდეგი- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩია. ის ამ პოზიციაზე დღეიდან იქნება დანიშნული. საბჭოს წევრებმა ასევე კენჭი უყარეს ვასილ მშვენიერაძის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხს და ის ამ თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოზიციაზე გადაინაცვლა. ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა ახალი შემადგენლობის საბჭოს პირველ სხდომაზე დღეს სწორედ გიორგი მიქაუტაძემ დაასახელა.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)