|
2017-06-28 11:31:43, 2227 ნახვა
სამართალი
ავთანდილ ხურციძის მშობლები იმედოვნებენ, რომ მათ შვილს სასამართლო 1 კვირაში გაათავისუფლებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლები იმედოვნებენ, რომ მათ შვილს სასამართლო ერთ კვირაში გაათავისუფლებს. როგორც სპორტსმენის დედამ, მაყვალა ხურციძემ საზოგადოებრივთან საუბარში აღნიშნა, ის შვილს ცოტა ხნის წინ ტელეფონით ესაუბრა. „მან მითხრა, რომ ერთ კვირაში სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მას სავარაუდოდ, უდანაშაულოდ ცნობენ და გაათავისუფლებენ“, - განაცხადა ხურციძემ. მისივე თქმით, მას შვილის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ. ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატის UFC-ს მებრძოლია. იგი დაკავებიდან რამდენიმე 1 კვირაში გაათავისუფლეს. რაც შეეხება ავთანდილ ხურციძეს, იგი მსოფლიო ბოქსის ორგანიზაციის WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიო ჩემპიონი იყო, თუმცა დაკავების შემდეგ მას აღნიშნული ტიტული ჩამოერთვა. ხურციძეს ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით, არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)