|
2017-06-27 18:19:59, 797 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე მაჭახლის ხეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად,კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საავტომობილო გზის მონაკვეთის მოასფალტება უკვე სრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები" ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 005 407 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 16 საყრდენი კედელი, 2082 გრძ.მ. ბეტონის არხი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2830 მ. ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბუჯეტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 26 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა - 7 993 850 ლარის ფარგლებში, 3 ახალი ხიდის მშენებლობა და 5 არსებული ხიდის რეაბილიტაცია - 435 500 ლარის ფარგლებში. 56 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა - 686 798 ლარის ფარგლებში და 7 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია - 74 000 ლარის ფარგლებში. ასევე მოეწყობა 14,5 კმ. (5000 კუბ.მ.) ბეტონის საფარი, რომლისთვისაც 700 000 ლარი დაიხარჯება. სულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის 10 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)