15:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 12:00:25, 2800 ნახვა

მსოფლიო
ყატარი არაბული ქვეყნების ულტიმატუმს არარეალურად მიიჩნევს

ყატარის მთავრობამ სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან დიპლომატიური ბლოკადის შეწყვეტის სანაცვლოდ წაყენებული ულტიმატუმის შესრულებას არარეალური უწოდება, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ყატარის მთავრობის პრესსპიკერმა შეიხ საიფ ალ-ტანიმ განაცხადა, ოფიციალური დოჰასადმი წაყენებული პირობები იმდენად აბსურდულია, რომ დიპლომატიური იზოლაცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს არაბული ქვეყნების მიზანს.

„ახლა კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ, რომ სინამდვილეში ბლოკადის მიზეზი ყატარის სუვერენიტეტის შელახვაა და ამას არავითარი კავშირი არ აქვს ტერორიზმთან“, - განაცხადა ალ-ტანიმ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყატარის ხელისუფლება ულტიმატუმების სიას განიხილავს და შესაბამის პასუხს ამზადებს.

ცნობისთვის, ოთხმა ქვეყანამ, რომლებმაც ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, ოფიციალურ დოჰას მოთხოვნების სია გაუგზავნა. ქვეყნები აცხადებენ, რომ თუ ყატარი მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ისინი დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ. ერთ-ერთი მოთხოვნა  ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" დახურვაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics