|
2017-06-23 19:58:08, 2217 ნახვა
სამართალი
გიორგი ფანცულაია: ირაკლი მამალაძემ დეკანოზისთვის წაყენებული ბრალი არ დაადასტურა
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ დეკანოზის მიმართ წაყენებული ბრალი არ დაადასტურა. მისივე თქმით, არ აქვს უფლება კონკრეტულად შინაარსზე ისაუბროს. „ბრალდების ბრალი, პოზიცია ხერხემალში გადატყდა“,-აღნიშნა ფანცულაიამ. მან პროკურორ ჯარჯი წიკლაურს მოუწოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს. „ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო დაიხურა სასამართლო პროცესი თავიდანვე. დადგება დრო როცა სხდომის ოქმი გასაჯაროვდება, პირადად მე ირაკლი მამალაძეს ვუსვამ შეკითხვას, ის ბრალს ვერ ადასტურებს“,-განაცხადა ფანცულაიამ. შეგახსენებთ, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მოწმემ ირაკლი მამალაძემ თავის ჩვენებეაში დაადასტურა, რომ დეკანოზმა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობისთვის შეიძინა. ირაკლი მამალაძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)