14:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 18:21:41, 2251 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების კუთხით, უშიშროების საბჭოს როლი ნულოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო  ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი ორგანოა და მისი გაუქმება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე შესაბამისად  ნულოვან დონეზე აისახება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა, სადაც კონსტიტუციის ახალ რედაქციას განიხილავენ.

„დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო არის ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი ორგანო, შესაბამისად, ამ ორგანოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება თავდაცვისუნარიანობასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა. ნულოვანია უშიშროების საბჭოს როლი, როგორც თავდაცვისუნარიანობის, ასევე უსაფრთხოების კუთხით“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics