|
2015-04-20 11:46:13, 1183 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანის ინიციატივით, 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით ახალი პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით, ახალი ტიპის პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა, მათთვის ვინც არის 16 წლის ან მეტის და არასოდეს არ აუღია ეს დოკუმენტი. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განაცხადა, მოქალაქეებს ID ბარათების აღება შეუძლიათ იუსტიციის სახლის ფილიალებში და სერვისების განვითარების სააგენტოს რეგიონალურ ცენტრებში. „როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაიწყო ელექტრონული პირადობის მოწმობის აქცია, რომლის ფარგლებშიც ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 16 წელი და არ ჰქონია ელექტრონული პირადობის მოწმობა, შეუძლია მოგვართოს და სრულიად უფასოდ ის აიღებს ID ბარათს. მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებში, აგრეთვე სერვისების განვითარების სააგენტოს რეგიონალურ ცენტრებში. აქცია გაგრძელდება 20 ივნისამდე. ეს აქცია ამ ეტაპზე არის ერთჯერადი ორი წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არ არის პირველი აქცია, ანალოგიური აქციები ჩვენ გვქონდა შარშანაც და ეს აქციები ძირითადად ემსახურება საარჩევნო სიების მოწესრიგებას და აგრეთვე მონაცემთა ბაზის მოწესრიგებას“,-აღნიშნა ტაბიძემ. ამასთან, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა დასძინა, რომ აღნიშნული აქციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საარჩევნო სიის დახვეწა და გაბარათიანებაა. აქციის ფარგლებში, მოქალაქე გათავისუფლდება პირადობის მოწმობის საფასურისგან, ფოტოსურათის გადაღებისა და ბანკის მოსაკრებლისგან. დაკარგული ან დაზიანებული მოწმობის ნაცვლად, ახალი პირადობა უფასოდ არ გაიცემა. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა გაბარათიანება ხელს უწყობს მონაცემთა ბაზების დახვეწას და საარჩევნო სიების სრულყოფას. შეგახსენებთ, რომ აქციის თაობაზე დამატებიტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სერვისების განვიტარების სააგენტოსა (sda.gov.ge) და იუსტიციის სახლის ვე-გვერდზე (psh.gov.ge); ასევე, skype-მისამართზე (sda.ge) და ტელეფონის ნომრებზე -2 405 405 და 240 10 10.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)