|
2017-06-20 14:06:28, 3217 ნახვა
კომენტარი Lifestyle
სააკაშვილი: პუტინმა თქვა, რომ მე გიჟი ვარ - ეს ძველი მეთოდია, როდესაც ოპონენტებს გიჟებად აცხადებენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინელი ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნს მისცა. როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პუტინის ჩვევაშია ოპონენტების გიჟებად გამოცხადება. "პუტინს არ შეუძლია, არ გავახსენდე. ამერიკელ რეჟისორთან ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ ყველამ იცის - რომ მე გიჟი ვარ. ეს ძველი „გებისტური“ მეთოდია, როდესაც ყველა ოპონენტს გიჟად გამოაცხადებ. ნამდვილად, პუტინის შეფასებით, გიჟი უნდა იყო, როდესაც შენს ხელში მილიონობით დოლარი გადის და არ იპარავ, გიჟი ხარ როდესაც შანტაჟს და ზეწოლას არ ნებდები, გიჟი უნდა იყო, რომ ჩემსავით იაზროვნო, რადგან მე მჯერა - უკრაინა ევროპის ნაწილი გახდება. რა თქმა უნდა, პუტინისთვის სიგიჟეა, როდესაც ვინმე ფიქრობს, რომ პუტინს მალე ბოლო მოეღება და უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. მე ამის მჯერა", - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა ჩაწერა. ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ინიციატივით ვერ გაბედავდა და სააკაშვილს ომის დაწყებისკენ უბიძგეს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)