14:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 11:23:37, 2454 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მმართველი გუნდი საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე პატრიარქთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეთანხმება პატრიარქს, რომ კონსტიტუციურ მონარქიას პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში სიმშვიდე შემოაქვს.

თუმცა, კობახიძის თქმით, ამ საკითხზე განცხადებას მხოლოდ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ კომისიის სხდომაზე კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

"გვექნება აუცილებლად შეხვედრა პატრიარქთან და ამ შეხვედრის შემდეგ შეგვეძლება განცხადების გაკეთება ამ  საკითხზე. ზოგადად, რაც ბრძანა უწმინდესმა, ეს ჭეშმარიტებაა, საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ ცხოვრებაში, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი, შეხვედრა. კომისიის წევრებს ეს საკითხი არ დაუსვამთ. უნდა შევხვდეთ პატრიარქს",-განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ზოგადად კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტს გამორიცხავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics