|
2017-06-14 09:43:31, 2133 ნახვა
სამართალი
ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის, ასურეთის სატყეო უბნის ტყის მცველი ზ.ა. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა ქვემო ქართლში, ასურეთის სატყეო უბნის ტერიტორიაზე, 1000 კვ.მ ტყის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოჭრაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 6000 ლარის გადახდა. გამოძიება ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)