00:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 14:37:35, 2210 ნახვა

ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსმა“ ოზურგეთში ახალი მაღაზია გახსნა

წამყვანი ბრენდების ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი - ეს ყველაფერი „ელიტ ელექტრონიქსმა“ ერთ სივრცეში გააერთიანა და ახალი მაღაზია გახსნა ქალაქ ოზურგეთში.

კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით გრანდიოზულ ფასდაკლების აქციას სთავაზობს ყველა პროდუქტზე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით შეძენისას.

მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდები - Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer და Lenovo.  ელიტ ელექტრონიქსი არის Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის და Gorenje-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, აგრეთვე LG-ს და Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი.

ელიტ ელექტრონიქსი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებელს, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს.

ელიტ ელექტრონიქსი ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის  წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქტი, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა და მომსახურების მაღალი დონე - ყოველივე ეს განაპირობებს ელიტ ელექტრონიქსის დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics