|
2017-06-12 15:36:37, 2278 ნახვა
სამართალი
Birja Mafia-ს კიდევ ერთი წევრი, გიორგი ქებურია თავისუფალია
მუსიკალური ჯგუფის "ბირჟა მაფიას" ორივე წევრი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გიორგი ქებურიასთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში დასრულდა. მიხეილ მგალობლიშვილის მსგავსად, სასამართლომ საპატიმრო ღონისძიება მასაც არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეუცვალა. ქებურიას გირაოს სახით 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, მიხეილ მგალობლიშვილს კი, 50 ათასი ლარის. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდების მხარე „ბირჟა მაფიას" წევრის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას დაეთანხმა. შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარემ სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)