|
2017-06-10 13:26:23, 2074 ნახვა
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწო. უწყებაში თანამდებობა სამსახურის უფროსის მოადგილემ მიხეილ ახვლედიანმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა დატოვა. როგორც "ექსპრესნიუსს" გრძელიშვილმა განუცხადა, მის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. "ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. საგამოძიებო სამსახურში შეიცვალა გუნდი, ვისტანაც ერთად მე ვმუშაობდი, ვისთანაც ერთად ამდენი წლის განმავლობაში სტრუქტურას ვაწყობდით, ნდობა გვქონდა ერთმანეთის მიმართ. წავიდა უფროსიც, მოადგილეც, შესაბამისად მეც აღარ მაქვს სურვილი ახალ გუნდთან ვიმუშაო", - აღნიშნა გრძელიშვილმა. ცნობისთვის, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე 9 ივნისს წარუდგინა. ამ პოსტზე მან გიორგი ბადაშვილი შეცვალა, რომელიც კარიერას მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)