|
2017-06-09 13:00:09, 2081 ნახვა
სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვის თაობაზე საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. "ორი კვირის განმავლობაში მზადდებოდა სარჩელი. თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზის მიმართ ცილისწამების, პატივის, ღირსების შელახვის თაობაზე სარჩელი ამ დღეებში, შეიძლება ხვალაც შევიდეს, არ არის გამორიცხული“,-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. ცნობისთვის, დღეს ბრალდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება. დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე აპირებს დააყენოს შუამდგომლობა ე.წ. ციანიდის საქმის პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც დაესწრება. ომბუდსმენი საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)