|
2017-06-09 11:24:48, 1939 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თურქეთში მომხდარ მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ უვადო თავსუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განაჩენი, რომლითაც სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული ელნურ ანტესოვი დამნაშავედ იქნა ცნობილი და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. „სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეში, საქართველოს მოქალაქეებმა: ელნურ ანტესოვმა, აზადე ომაროვამ და ვუგარ გულიევმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს სამი პირის, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქის განზრახ მკვლელობა. სამართალდამცველებმა ე. ანტესოვი, ა. ომაროვა და ვ. გულიევი 2016 წლის 8 ივლისს, ქ. მარნეულში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ", მეორე ნაწილის „ბ" „ე" და მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) წარედგინათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)