|
2017-06-08 18:26:15, 2196 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა
სახალხო დამცველს ბრალდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან სახალხო დამცველის არ დაშვება პროცესზე, ეს საერთაშორისო სამართლის და მთელი კონვენციების უარყოფაა. „გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ეს არის კანონის სრული დაცვა იმიტომ, რომ სახალხო დამცველის არ დაშვება, ეს არის საერთაშორისო სამართლის და მთელი კონვენციების უარყოფა. მოსამართლემ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, 30 მაისს სახალხო დამცველმა ბრალდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრებისა და მონიტორინგის განხორციელების სურვილი გამოთქვა, თუმცა მოსამართლემ მას ამის საშუალება არ მისცა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მხარეებს მიმართა, სასამართლოსთვის წარედგინათ არგუმენტირებული და სამართლებრივად დასაბუთებული შუამდგომლობა სახალხო დამცველის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)