|
2017-06-06 11:51:44, 2075 ნახვა
სამართალი
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს თბილისის მერიის თანამშრომლად ასაღებდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დავით ჯ. დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ჯ. თავს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლად ასაღებდა და საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა სოფ. კრწანისთან მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკანონებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც 20 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. „ამასთან განუმარტა, რომ მიწის დასაკანონებლად მას აღნიშნული თანხის ნაწილი უნდა გადაეცა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე კომპეტენტური თანამდებობის პირებისათვის. დავით ჯ-მ მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით)“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)