|
2017-06-01 11:27:09, 2072 ნახვა
სამართალი
„გაათავისუფლეთ მუხთარლი“ - მორიგი საპროტესტო აქცია სუს-თან მიმდინარეობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ადგილზე ტრანსპარანტები აქვთ მიტანილი წარწერით - „რამდენი ტონა ნავთობი ღირს თავისუფლება“, „გაათავისუფლეთ მუხთარლი“, „არ ენდოთ ალექსანდრე ჯეჯელავას“. ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებას სტვენით აპროტესტებენ. ამასთან, მათ პროტესტის ნიშნად თავზე შავი პოლიეთილენის პარკები აქვთ ჩამოცმული. ადგილზე იმყოფება დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. 30 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლი ბაქოში მალულად გადაიყვანეს და დააპატიმრეს. ჟურნალისტს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა. ბაქოს საქალაქო სასამართლომ გუშინ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)