|
2017-05-30 11:08:45, 1977 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესს მამალაძის ადვოკატებთან ერთად სახაზინო ადვოკატებიც დაესწრებიან
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესს ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაესწრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, სასამართლო პროცესს დაესწრებიან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატებიც და სასამართლო სხდომებში მათი მონაწილეობის საკითხი დღეს გადაწყდება. შეგახსენებთ, 19 მაისს, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ არსებითი სხდომების სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, მამა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სხდომა პროცესი დატოვა და მის ადვოკატებსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდა. ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნის შესაბამისად სხდომა დატოვეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მათ დაარღვიეს საპროცესო კოდექსი და სასამართლო სხდომებიდან ადვოკატები გააძევა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატები დაენიშნა, თუმცა მამალაძის ადვოკატებმა მათი გაძევების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ამ უკანასკნელმა კი ისინი სასამართლო განხილვების სხდომებზე დააბრუნა. რაც შეეხება არსებითი სხდომების დახურვის მოტივაციას, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)