|
2015-04-15 16:04:39, 596 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ამგვარი მასკარადების დადგმა ყოვლად ანტისახელმწიფოებრივია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "რუსთავი 2"-ის გუშინდელ გადაცემა "არჩევანს" გამოეხმაურა, რომლის მთავარი თემა პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდები იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს საკითხი არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, არამედ მსოფლიოს აწუხებს. პრემიერის განცხადებით, ამგვარი "უპასუხისმგებლო შოუებისა და მასკარადების დადგმა ანტისახელმწიფოებრივია". " გუშინ ვუყურე "რუსთავი2"-ზე რაღაც შოუს. ყველას მოგიწოდებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ამგვარი მასკარადების დადგმა და ასეთი უპასუხისმგებლო შოუების დადგმა არის ყოვლად ანტისახელმწიფოებრივი. მინდა ყველამ გაითვალისწინოს, ვინც ამას გეგმავს.ეს არის საკითხები, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს დღეს და ამის ერთი ხელის გადაჭრით, ერთი ხელის მოსმით მოგვარება, არის დიდი შეცდომა და თქვენ ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცედომაში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)