|
2019-04-21 18:58:07, 2295 ნახვა
რეგიონი
აშშ-ის სამხედრო ხომალდის ეკიპაჟს მთავრობის სახლში უმასპინძლეს
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს აჭარის მთავრობის სახლში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და ქ. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ უმასპინძლეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. „მოხარული ვარ, რომ აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, რეგულარულად იმართება ამერიკული გემების საპორტო ვიზიტები ბათუმში. ჩვენ ღრმად ვაფასებთ ამ გზით გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. დღევანდელი ვიზიტი სწორედ აღნიშნულის დასტურია და ცხადყოფს მხარეებს შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ. USS Ross-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან. ისინი გამართავენ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვდებიან ახალგაზრდებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)