|
2017-05-20 12:57:17, 2086 ნახვა
მსოფლიო
CNN: თეთრი სახლის ადვოკატებმა ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურების შესწავლა დაიწყეს
თეთრი სახლის ადვოკატებმა იმპიჩმენტის პროცედურების შესწავლა დაიწყეს, რამაც შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტანამდებობიდან გათავისუფლება გამოიწვიოს, - ამის შესახებ CNN ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თეთრი სახლის ადვოკატები რესპუბლიკელი პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე ექსპერტებთან კონსულტაციები გასულ კვირას გაიარეს და ინფორმაციის მოძიება დაიწყეს. როგორც CNN-ი წერს, იმპიჩმენტის შემთხვევაში ტრამპს მხარს რესპუბლიკელი კონგრესმენები დაუჭერენ. ცნობისთვის, 17 მაისს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა ელ გრინმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. მედიაში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, ტრამპსა და რუსეთს შორის არსებულ კავშირებზე. დიდი რეზონანსი ასევე, აშშ-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტმა და დონალდ ტრამპის მიერ შეხვედრის დროს ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის სავარაუდო გაჟღერებამ გამოიწვია. აღნიშნულ ბრალდებებს ტრამპი Twitter-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ინფორმაციის გაზიარების აბსოლუტური უფლება აქვს. ცოტა ხნის შემდეგ განვითარებულ სკანდალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა. პუტინის შეფასებით, ამერიკაში "პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება". გარდა ამისა, მორიგი სკანდალი FBI-ის დირექტორის ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხება. New York Times-ის ინფორმაციით, ჯეიმს კომი თანამდებობაზე ყოფნის დროს ტრამპსა და რუსეთს შორის არსებულ კავშირებს, ასევე კრემლის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევას იძიებდა. აშშ-ში არსებობს ვერსია, რომ დონალდ ტრამპმა კომის გადაყენების გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული გამოძიების გამო მიიღო. დონალდ ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს, ხოლო FBI-ის დირექტორის გადაყენების მიზეზად მის მიერ "ბიუროს არაეფექტურად" მართვას ასახელებს.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)