11:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 12:42:18, 1763 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: ზალბერის ქმედება მიუღებელია და ნაბიჯები ძალიან მკაცრი იქნება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე,  ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელზე,  სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში, ჰერბერტ ზალბერზე საუბარი არ ყოფილა.

თუმცა, ჯეჯელავას შეფასებით, ზალბერის ქმედება მიუღებელია და ნაბიჯები ძალიან მკაცრი იქნება.

 „ცალსახად, აბსოლუტურად მიუღებელია ეს ქმედება და ნაბიჯები იქნება ძალიან მკაცრი. კონკრეტულად მისი გაწვევა იქნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო უწყება მიიღებს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics