23:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-13 16:52:42, 2405 ნახვა

სამართალი
ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწო, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინაროებს, რაც ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, თუმცა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება არ გამოიწვია. 

ცნობისთვის, აღნიშნული მუხლი თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-3 წლამდე ისჯება. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ შარდენზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. ამაჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics