|
2017-05-11 15:56:08, 748 ნახვა
რეგიონი
Apsny: აფხაზეთში „უვიზოდ“ შესვლას, იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, რომლებმაც რეგიონის „დამოუკიდებლობა“ აღიარეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ფსოუს ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მიმოსვლა "ვიზის" გარეშე რუსეთის და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი, ვინც ოკუპირებული რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა, - ამის შესახებ Apsny იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მიიღეს. კერძოდ კი, ე.წ. საზღვარზე ტურისტების რიგების თავიდან ასაცილებლად. როგორც Apsny წერს, "უვიზო" რეჟიმი მხოლოდ 2 კვირით დარჩენის მსურველებზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ თუ ტურისტებს ოკუპირებული რეგიონის დასავლეთ ნაწილში მოუნდებათ მოგზაურობა, მათთვის ე.წ. ვიზების აღება "სასაზღვრო-გამშვებ" პუნქტზე სავალდებულო იქნება, თუმცა გამარტივებული წესით. "უვიზოდ შემოვლენ ისინი ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. ასევე ყაზეხეთის და ბელარუსის მოსახლეობაც", - აღნიშნა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კან ტანიამ. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლაშა ავიძბას განცხადებით, ასეთი დოკუმენტის გაფორმებას, 2-3 წუთი დასჭირდება. მისი ვარაუდით, ე.წ. ვიზის აღება დაახლოებით 7-8 ათასამდე ადამიანს დასჭირდება. დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თვიანი ტურისტული ვიზის საფასური - 350 რუბლს შეადგენს, 6 თვემდე - 700 რუბლs, ხოლო ტურისტული ვიზა ჯგუფზე - 350 რუბლი ეღირება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)