|
2017-05-06 09:29:17, 2627 ნახვა
პოლიტიკა Lifestyle
„ტრამპმა აქტს ხელი მოაწერა - პირველად მოხდა აშშ-ის კანონით აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ის კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. "დაწესდა შეზღუდვა ნებისმიერ დაფინანსებაზე იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; - აშშ-ის წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამების, რომელებიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს; - აშშ სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის მიერ ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ; - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად. ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ჩვენი რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი. ეს არის აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის უპრეცედენტო მაგალითი, რაშიც ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და დიპლომატიის", -ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)