|
2017-05-04 13:20:56, 718 ნახვა
რეგიონი
აჭარაში გიდების გადამზადება დაიწყო
აჭარაში გიდების გადამზადება დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატრენინგო კურსის მიზანი აჭარაში მოქმედი გიდების ცოდნის გაღრმავება და მათთვის ხარისხის ნიშნის მისაღები გამოცდებისთვის მომზადებაა დეპარტამენტის ცნობით, გიდების გადამზადების პირველ ეტაპზე, 20-მდე გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. ტრენინგების განმავლობაში მათ ქალაქის ისტორიის, აჭარის ეთნოგრაფიის, გიდის ხელოვნების, ქალაქის ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შესახებ ინფორმაცია ისტორიკოსებისგან, ეთნოგრაფებისა და პროფესიონალი გიდებისგან მიიღეს. მათ, ასევე ჩაუტარდათ პრაქტიკული საფეხმავლო ტური ბათუმის ფარგლებში. 20 საათიანი სატრენინგო კურსის მიზანი აჭარაში მოქმედი გიდების ცოდნის გაღრმავება და მათთვის ხარისხის ნიშნის მისაღები გამოცდებისთვის მომზადებაა. შემდეგი კვირიდან კი გიდების გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით იწყება. დაცული ტერიტორიების, მაჭახელას, ქედის ღვინის მარშრუტისა და მაღალმთიანი აჭარის ტურებზე 60-მდე გიდი ივნისის შუა რიცხვებამდე გადამზადდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს, იწყებს ხარისხის ნიშნის მინიჭებას „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ უკვე გიდებისთვის. გიდები, რომლებსაც სურთ ხარისხის ნიშნის მიღება სპეციალურ გამოცდას ჩააბარებენ, რომლის შემდეგაც ისინი რეკომენდებულნი იქნებიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)