|
2017-05-02 16:04:52, 842 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საინფორმაციო-ტურისტული ცენტრები 18%-ით მეტ სტუმარს მოემსახურა
აჭარაში საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორების მატებაა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის, პირველი კვარტლის მონაცემებით, საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით 5 938 ვიზიტორმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 18%-ით აღემატება. მათივე ცნობით, ყველაზე ხშირად საინფორმაციო ცენტრებს რუსი, ებრაელი, უკრაინელი და პოლონელი ვიზიტორები სტუმრობდნენ. ისინი ძირითადათ, მთიანი აჭარის ტურებითა და ტრადიციული სამზარეულოთი ინტერესდებიან. ხშირია, ფოლკლორის გაცნობისა და გასართობი ტურისტული ობიექტების დათვალიერების მსურველებიც. არატურისტულ სეზონზე ვიზიტორებს აჭარაში 6 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ემსახურებოდა. ცენტრებში სტუმრებს აჭარის ტურისტული პროდუქტების, ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. იქვე შესაძლებელია აჭარაში დამზადებული ადგილობრივი სუვენირებისა თუ პროდუქტების შეძენაც. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ქედისა და შუახევის სეზონურ ცენტრებსაც გახსნის. ამას დაემატება ახალი ცენტრი ბათუმის ცენტრალში და ზაფხულში აჭარაში სტუმრებს ჯამში 9 საინფორმაციო ტურისტული ცენტრი მოემსახურება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)